|
2016-10-26 15:09:45, 1493 ნახვა
ეკონომიკა
ბუცხრიკიძე: ჩვენი მიზანია, საშუალო ვადაში სადაზღვევო ბიზნესში ლიდერი გავხდეთ
„ჩვენი მიზანია საშუალო ვადაში გავხდეთ ლიდერი, ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე სადაზღვევო ბიზნესში“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ბუცხრიკიძის განმარტებით, „თიბისი ბანკის“ მიერ სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ შესყიდვა, სადაზღვევო ბიზნესში ბანკის აქტიურ ჩართვას ნიშნავს. „ჩვენ სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ 100% შევიძინეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ აქტიურად ჩავერთვებით სადაზღვევო ბიზნესის განვითარებაში. ჩვენი სტრატეგია ყოველთვის გაცხადებული იყო, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში. ბოლო 18 თვის განმავლობაში ჩვენ ბევრი სიახლეები გქვონდა ამ მიმართულებით. ჩვენ შარშან განვაცხადეთ, რომ ვანვითარებთ ჩვენს საინვესტიციო ბანკინგს და ამაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ადამიანები და ფინანსური რესურსები გამოვყავით. ასევე, სექტემბერში ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩამოვაყალიბეთ აქტივების მართვის კომპანია და დღეს, როგორც მოგეხსენებათ შევიძინეთ სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“. ჩვენი მიზანი არის, რომ გავხდეთ ლიდერი, ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე საშუალო ვადაში სადაზღვევო ბიზნესში. ამას ჩვენ მოვიაზრებთ და დაახლოებით 3 წლის შემდეგ ჩვენ გვინდა, რომ მინიმუმ 25% გქვონდეს სადაზღვევო ბიზნესის“,-განაცხადა ბუცხრიკიძემ და დასძინა, რომ ძირითადი მიმართულება საცალო ბიზნესის განვითარება იქნება. მანვე განმარტა, რომ „თიბისი ბანკი“ საცალო ბიზნესის განვითარებისთვის კარგ საშუალებას იძლევა. „რა არის ეს მომხმარებლებისათვის? პირველ რიგში მომხმარებლებისათვის ეს არის ახალი პროდუქტები და ახალი ტექნოლოგიური პროდუქტები. ჩვენ ამაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ მომავალი 12 თვის განმავლობაში. ჩვენი მიზანი არის, რომ როგორც „თიბისი ბანკი“ გამოირჩევა თავისი საუკეთესო მომსახურების ხარისხით, უკვე 2017 წლიდან ჩვენი სადაზღვევო კომპანიის მომსახურების ხარისხი საუკეთესო იყოს მთელ საქართველოში თავისი ახალი ტექნოლოგიური პროდუქტებით“,-აღნიშნა ბუცხრიკიძემ. ცნობისთვის, „თიბისი ბანკი“ სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ მფლობელი გახდა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)