|
2016-10-24 17:07:15, 1665 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 11.5%-ით გაიზარდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის პირველი იანვრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ღირებულებამ 524.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 11.5%-ით მეტია. მათივე ცნობით, მთლიანი ექსპორტის ზრდა ძირითადად ისეთი პროდუქტის ექსპორტის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა, როგორებიცაა: სპირტიანი სასმელები - ექსპორტმა 68.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 33.7%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს; ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ექსპორტმაც 29.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 80.0%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს; ღვინო - ექსპორტმა83.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 13.1%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს; თევზის ფქვილი - ექსპორტმა 14.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 2.3-ჯერ (133.0%) აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს; ბოსტნეულის ექსპორტი გაზრდილია 18%-ით, რაც ძირითადად გამოიწვია პომიდვრის ექსპორტის გაზრდამ. მიმდინარე წელს პომიდვრის ექსპორტმა 1.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, როდესაც 2015 წელს მხოლოდ 95 ათას აშშ დოლარს შეადგენდა. 2016 წლის საანგარიშო პერიოდში ექსპორტი დაფიქსირდა 87 სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით, ხოლო, 2015 წლის იმავე პერიოდში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გატანა სულ 76 ქვეყანაში განხორციელდა. (NS)
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)