|
2016-10-22 14:11:23, 952 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მოქალაქეებისთვის ნორვეგიის სამეფოს ვიზის მიღება უფრო ხელმისაწვდომი გახდა
საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეფექტური საემიგრაციო და სავიზო პოლიტიკის გათვალისწინებით ნორვეგიის საემიგრაციო დირექტორატმა საქართველო ერთი საფეხურით დააწინაურა და იმ ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანა, რომლის მოქალაქეებისთვისაც სავიზო განაცხადების განხილვის კვოტები გაზრდილია. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, 19 ოქტომბერს ნორვეგიის საემიგრაციო დირექტორატმა განაახლა კატეგორიების შემადგენლობები და საქართველომ „ნარინჯისფერი კატეგორიიდან" გადაინაცვლა „ყვითელ კატეგორიაში", რაც ნიშნავს რომ ამ ჯგუფში მყოფი ქვეყნების მოქალაქეების მიერ ნორვეგიის სამეფოში სავიზო განაცხადის უმრავლესობა დადებითად კმაყოფილდება. „ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც ნორვეგიაში გასამგზავრებლად ვიზა ესაჭიროებათ ნორვეგიის სამეფო კატეგორიებად ჰყოფს. ამ კატეგორიებში მოხვედრილი ქვეყნების ჩამონათვალი ყოველწლიურად გადაიხედება სხვადასხვა ქვეყანაში გატარებული ეფექტური სავიზო პოლიტიკის, უსაფრთხოების მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული სტაბილური პოლიტიკური ვითარების გათვალიწინებით“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)