21:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 19:31:59, 789 ნახვა

სამხედრო
ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ იუსსი ვოუტილაინენს უმასპინძლა. ორმხრივი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. პოლკოვნიკ იუსსი ვოუტილაინენსთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ფინეთის შეიარაღებულ ძალებში გატარებული რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარებასაც. ლელა ჩიქოვანმა ფინეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მომავალ ვიზიტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის მაღალი დონის ვიზიტები სამხედრო თანამშრომლობის განმტკიცებისათვის კარგი შესაძლებლობაა.

ლელა ჩიქოვანმა სტუმარს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმებიც გააცნო და სამომავლოდ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, კიბერუსაფრთხოების სფეროს, რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებზეც ისაუბრეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics