|
2016-10-18 12:26:21, 1588 ნახვა
ეკონომიკა
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი თბილისის 25-მდე სკოლის რეკონსტრუქციას და ენერგოეფექტურობის გაზრდას დააფინანსებს
ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი თბილისის 25-მდე საჯარო სკოლას რეკონსტრუქცია-გამაგრებასა და ენერგო ეფექტურობის გაზრდას დააფინანსებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (СEB) სახელით ქვეყნის მთავარმა მენეჯერმა, ვიტომირ მაილს რაგუზმა (Vitomir Miles Raguz) ხელი მოაწერეს სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის" დასაფინანსებლად. შეთანხმებების ფარგლებში, საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 20 მილიონი ევროს ოდენობის რესურსი, საიდანაც 14 მილიონი ევრო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი სესხია, ხოლო 6 მილიონი ევრო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდიდან (E5P) გამოყოფილი გრანტი. აღნიშნული რესურსი, რომელსაც, ასევე, ემატება 2 მოლიონი ევროს ღირებულების საქართველოს თანამონაწილეობა, შესაძლებლობას გვაძლევს განხორციელდეს თბილისის 25-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრება და აღნიშნულ სკოლებში ენერგოეფექტურობის გაზრდა. პროექტის მთავარი ამოცანაა, გაუმჯობესდეს სასწავლო გარემო, სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება და პედაგოგთა სამუშაო პირობები. პროექტს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი ექნება, გაუმჯობესდება შერჩეული/გარემონტებული სკოლების მდგრადობა, შემცირდება თბილისის სკოლების ინფრასტრუქტურული მოწყვლადობა სეისმური აქტივობების მიმართ და სულ მცირე 40%-ით შემცირდება ენერგიის მოხმარება შენობებში. ცნობისთვის, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც СEB-ის დაფინანსებით განხორციელდება საჯარო სექტორში, ხოლო მეორე პროექტი, რომელიც E5P-ს თანადაფინანსებით განხორციელდება. პირველი პროექტის ფარგლებში, E5P-ის ფონდიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, გამოყოფილი გრანტით, მიმდინარეობს თბილისის ავტოპარკის განახლება. აღნიშნული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო" განახორციელებს. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შალუტაშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი ფონდის კურატორი, მმართველი დირექტორი ალისტერ კლარკი. (NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)