|
2016-10-17 18:03:29, 1663 ნახვა
ეკონომიკა
„სტარტაპ საქართველო“ აპლიკანტებისთვის ტრენინგების კურსს ატარებს
„სტარტაპ საქართველომ" საპარტნიორო ფონდსა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ტრენინგების კურსი დაიწყო. ტრენინგებზე დასწრება შეუძლიათ „სტარტაპ საქართველოს" პროექტის იმ აპლიკანტებს, რომლებმაც „სტარტაპ საქართველოს" ვებ-გვერდზე (startup.gov.ge) ელექტრონული რეგისტრაცია გაიარეს. აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ინოვაციების და სტარტაპების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე მარკეტინგულ და გაყიდვების სტრატეგიებს, დახვეწონ ბიზნეს გეგმის წერის უნარები და დაეუფლონ სხვა საჭირო ცოდნას და ინფორმაციას. ტრენინგები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომლებსაც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ტექნოპარკში ჩაატარებენ. „ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი იყო შემოსული, ყველა მათგანი დეტალურად განვიხილეთ. გამოვავლინეთ საუკეთესოები, თუმცა სამწუხაროდ, იყო ბიზნეს პროექტები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს. ვიდრე პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყება, ჩვენ გადავწყვიტეთ ტრენინგები ჩავატაროთ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პროექტის განვითარებას. ჩვენ საერთო ჯამში, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ნაწილში გვყავს 56 გამარჯვებული აპლიკანტი და ასევე, გყვავს ასობით იდეის ავტორი, რომლებსაც სურთ დახვეწონ საკუთარი ბიზნეს პროექტები, ისწავლონ როგორ მოგვაწოდონ საკუთარი ინიციატივები, რაზე გააკეთონ აქცენტები და მიიღონ ის საჭირო ინფორმაცია, რაც ბიზნესის დასაწყებად და განვითარებისთვის არის აუცილებელი,“-განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
„მეორე ეტაპის მეორე კომპონენტია ის რაც დღეს დავიწყეთ. მიზანი არის ზოგადი კვალიფიკაციის ამაღლება მათთვის ვისაც ეს სჭირდება. ტრენინგის მიზანია დაინტერესებულმა პირებმა გაიუმჯობესონ უნარები, დახვეწონ პროექტი და გააკეთონ ხელახალი განაცხადი. რაც შეეხება ახალი კონკურისის დაწყებას, თარიღი დაზუსტებისთანავე გახდება ცნობილი,“- განაცხადა „სტარტაპ ასქართველოს“ დირექტორმა ვაჟა მენაბდემ. პროგრამის ფარგლებში სულ 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა" „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. ინოვაციურ ნაწილში გამარჯვებული 36, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 20 აპლიკანტი გახდა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)