14:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 15:13:55, 780 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი: ხელისუფლების წარმატებისთვის ვმუშაობ და რა როლი დამეკისრება, ამას პრემიერი წყვეტს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი.

როგორც წულუკიანმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ის მუშაობდა და კვლავ მუშაობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმატებისთვის და მომავალში რა როლი დაეკისრება, ამას პრემიერი და პარტია გადაწყვეტს:

„სამთავრობო ცვლილებების შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი. ერთადერთი ისაა ცნობილი, რაც კანონში წერია, რომ როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, მეორე ტურის შემდეგ, ეს მთავრობა ჩაითვლება გადაყენებულად. დანარჩენი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ვმუშაობდი და  ვმუშაობ „ქართული ოცნების“ და მისი ხელისუფლების წარმატებისთვის, ხოლო რა როლი დამეკისრება, ამას წყვეტს პარტია  და პრემიერ-მინისტრი“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
კალაძე ყაველაშვილის ალი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლას არ გამორიცხავს
ირანული მედია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე მიიწვიეს
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეზე, თამარ მეფის იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics