|
2016-10-13 17:11:05, 1549 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა ყირგიზეთის ძალოვანი უწყებების მინისტრებთან ურთიერთგაგების სამი მემორანდუმი გააფორმა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, ყირგიზეთის რესპუბლიკის შს მინისტრ კაშკარ ჯუნუშალიევთან და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრ კუბატბეკ ბორონოვთან ურთიერთგაგების სამ მემორანდუმს მოაწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონია, ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებები ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს. საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის შს სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულთან, ტრეფიკინგთან და უკანონო მიგრაციასთან ერთობლივ ბრძოლას ითვალისწინებს. ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროსთან ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოცდილების გაზიარებაზე, ერთობლივი პროექტებისა და ტრენინგების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. მესამე მემორანდუმი ორი ქვეყნის შსს-ს აკადემიებს შორის გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, საქართველოს შსს-ს აკადემიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრად გარდაქმნის პროექტის ფარგლებში, სამართალდამცველთა განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავება. ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის ძალოვანი უწყებების მინისტრები შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ახლადგახსნილ ცენტრს, „112“-ს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ეწვევიან.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)