|
2015-03-17 11:29:55, 1309 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესის რეგისტრაციისას ბიზნესსუბიექტებს საბანკო ანგარიშის გახსნა უკვე 5 ბანკში შეუძლიათ
ბიზნესის რეგისტრაციის მოთხოვნისას ბიზნესსუბიექტებს საბანკო ანგარიშის გახსნა უკვე 5 ბანკში შეუძლიათ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ბიზნესის რეგისტრაციის განაცხადის წარდგენის პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ სასურველი ბანკი და ანგარიშის გახსნის სერვისით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე ისარგებლონ. ინფორმაცია ანგარიშის გახსნის მოთხოვნის შესახებ შერჩეულ ბანკს ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება. ბიზნესის პირველადი რეგისტრაციისას საბანკო ანგარიშის გახსნის სერვისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს 2011 წლიდან სთავაზობს. თავდაპირველად სააგენტოში მხოლოდ ანგარიშის გახსნის ინიცირება ხდებოდა, საბოლოო პროცედურის დასასრულებლად კი დაინტერესებულ პირს ბანკში მისვლა სჭირდებოდა. 2014 წელს სააგენტომ სერვისის კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, საკანონმდებლო ცვლილება შეიმუშავა. დადგინდა ახალი სტანდარტი, გამოიცა შესაბამისი ნორმატიული აქტი და ანგარიშის გახსნა ავტორიზებული ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი. ამჟამად საბანკო ანგარიშის გახსნა ინტეგრირებულია რეგისტრაციასთან და ეს ორი მომსახურება ერთ პროცედურაშია გაერთიანებული. ანგარიშის გახსნისთვის დაინტერესებულ პირს საბანკო დაწესებულებაში მისვლა აღარ სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ეს მომსახურება ბიზნესსუბიექტებს დროის დაზოგვის და ერთი პროცედურით ორი სერვისის მიღების საშუალებას აძლევს. კომპანიის რეგისტრაციისას მომხმარებელთა 60 % საბანკო ანგარიშის გახსნას საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით ახორციელებს. ამ დროისთვის მომსახურების მიღება საქართველოს ბანკში, TBC ბანკში, ქართუ ბანკში, ლებერთი ბანკსა და პრივატ ბანკშია შესაძლებელი. 2015 წლის ბოლომდე სერვისის შეთავაზებაში კიდევ რამდენიმე ბანკი ჩართვება და მომხმარებელს ბიზნესის რეგისტრაციისას შესაძლებლობა ექნება საბანკო ანგარიში მისთვის სასურველ ნებისმიერ ბანკში მიუსვლელად გახსნას.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)