|
2016-10-08 20:02:05, 1007 ნახვა
პოლიტიკა
TNS OPINION-ის ეგზიტპოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა
TNS OPINION-ის ეგზიტპოლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. კერძოდ, ორგანიზაციის მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ მხარი ამომრჩეველთა 53,2%-მა დუჭირა; „ნაციონალურ მოძრაობას“ - 19,5%-მა; „პატრიოტთა ალიანსს“ - 5%-მა; „თავისუფალ დემოკრატებს“ - 4%-მა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, „რესპუბლიკურ პარტიას“ 2,7%-მა; „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2,9%; „ლეიბორისტული პარტია“ - 3%; „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ – 2,4%; „ეროვნული ფორუმი“ – 0,8%; „გოგით თოდაძე - მრეწველები“ – 0,6%; სხვა პარტიები 6,3%. შეგახსენებთ, ტელეკომპანიებმა -"იმედი", "საზოგადოებრივი მაუწყებელი", "მაესტრო" და "GDS" არჩევნების დღეს ეგზიტპოლები ერთობლივად ჩაატარეს. მათ ეგზიტპოლის ჩასატარებლად საქართველოში სწორედ კომპანია "TNS OPINION" მოიწვიეს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ კომპანიას 40-ზე მეტ ქვეყანაში, ხუთასზე მეტი კვლევა აქვს ჩატარებული.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)