01:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 22:01:32, 741 ნახვა

პოლიტიკა
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილის მამა: ხუთი დღეა რუსეთშია წასული

ხუთი დღეა, რუსეთშია წასული და როგორ მონაწილეობდა, გამაგებინეთ, - ამის შესახებ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილის, დავით ხეჩუაშვილის მამა "რუსთვი 2"-თან საუბარში აცხადებს.

ანზორ ხეჩუაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი თავის დროზე ეჭვმიტანილი იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე მოწყობილ ტერაქტში და ამის გამო ის დაკავებულიც იყო, შემდგომ კი დავით ხეჩუაშვილი თავდაცვის და შინაგან სამინისტროებში მუშაობდა. ასევე მისი შვილი მონაწილეობდა მუხროვანის ამბოხში.

"ხუთი დღეა, წასულია და როგორ მონაწილეობდა, გამაგებინეთ, რუსეთშია სამუშაოდ,“ - განაცხადა ანზორ ხეჩუაშვილმა. 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ხეჩუაშვილების ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, გლდანში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ასევე სპეცოპერაცია მიმდინარეობს კრწანისში, დიდხევის ქუჩაზე, ჩარგეიშვილების ოჯახში. ცნობილია, რომ არცერთი ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებული არ არის. არ კეთდება ასევე ამ ეტაპისთვის ოფიციალური განცხადებები. თუმცა, ცნობილია, რომ კრწანისში მიმდინარე სპეცოპერაციაც გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს უკავშირდება. 

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ღამით, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics