01:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 19:47:14, 695 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს საარჩევნო გარემოს აფასებს

ევროპარლამენტის დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოს დადებითად აფასებს, - ამის შესახებ დელეგაციის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს.

ევროპარლამენტარების განმარტებით, საქართველოში მშვიდი საარჩევნო გარემოს არსებობის შესახებ მათი ყველა კოლეგა საუბრობს, რაც მისასალმებელია.

დელეგაციას, რომელიც საქართველოს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ეწვია, პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ, რომელიც ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას ემსახურებოდა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წინასაარჩევნო პერიოდის სტანდარტი, რამაც ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობები მისცა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელიც სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, განათლების სისტემის რეფორმას, ქვეყნის სივრცით მოწყობას და მმართველობის რეფორმას მოიცავს. ყურადღება დაეთმო სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს და ამ პროცესში ევროკავშირის მიერ გაწეულ მხარდაჭერას.

გიორგი კვირიკაშვილმა, ევროპარლამენტის დელეგაციას, ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics