|
2016-10-06 18:20:47, 1512 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს ინკუბატორის სტარტაპი ქართულ სარეკლამო ბაზარზე გამოჩნდა
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის ,,ბიზნეს ინკუბატორის" მონაწილე გუნდი AD Move უკვე ქართულ სარეკლამო ბაზარზე გამოჩნდა. გუნდის სტარტაპის შექმნის იდეა ტექნოპარკის სივრცეში იქცა რეალობად. იდეა არის მარტივი გზა, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ჰყავს ავტომობილი, ყოველდღიური საქმიანობა აქციოს შემოსავლის წყაროდ. სტარტაპი საშუალებას მისცემს მძღოლებს განათავსონ სხვადასხვა კომპანიის სარეკლამო ბანერები საკუთარ ავტომობილებზე. ეს პროცესი გაკონტროლდება გუნდის მიერ შექმნილი აპლიკაციით, რომელიც მოახდენს განვლილი მანძილითა და მოძრაობის არეალით გამომუშავებული თანხის გამოთვლას. შედეგად, მომხმარებელი ხედავს თუ რამდენი გამოიმუშავა დღიურად. გარდა ამისა, აპლიკაციით დამკვეთს შეუძლია დააკვირდეს ამ სერვისში ჩართული ავტომობილების მოძრაობის არეალს, განვლილ მანძილს, დროს და ამის მიხედვით დაგეგმოს თავისი სარეკლამო კამპანია. შედეგად, კომპანიას შეუძლია ზუსტად გაიგოს დღის რომელ მონაკვეთში და სად ვრცელდება მისი რეკლამა. ასევე საშუალება ექნება, დაუკავშირდეს უშუალოდ ავტომობილის მფლობელსა და დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ მისცეს დავალებები. ქართულ სარეკლამო სივრცეში AD Move-მა ახალი სიტყვა თქვა. ქალაქში მალე შევხვდებით სხვადასხვა კომპანიის ლოგოთი დაბრენდილ ავტომანქანებს, რაც ნებისმიერი მძღოლისათვის შეიძლება შემოსავლის წყაროდ იქცეს. პირველ ეტაპზე გუნდი სატესტოდ ტაქსების დაბრენდვაზე მუშაობს, განვითარების შემდგომ ეტაპზე კი ჩვეულებრივი ავტომობილების მძღოლებს დამატებითი შემოსავლის წყაროს გაუჩენს. შესაბამისი აპლიკაცია დამკვეთების მარკეტინგული გათვლებისათვის უკვე მზად აქვთ. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა ბიზნეს ინკუბატორი ხელს უწყობს ინოვატორ ადამიანებს განავითარონ იდეა და ჩამოაყალიბონ ის ბიზნესად, რისთვისაც სხვადასხვა სერვისებს, მომსახურებას, მენტორშიფსა და ტრენინგებს სთავაზობს:
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)