20:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 16:30:04, 698 ნახვა

საზოგადოება
მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში პირველკურსელთა ფიცის დადების რიგით მე-9 ცერემონია გაიმართება

ყვარელში, მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმში, პირველკურსელთა ფიცის დადების რიგით მეცხრე  სიმბოლური რიტუალი გაიმართება. 

თბილისის მერიის ინფორმაციით,  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელები საზეიმოდ დადებენ ფიცს. 

მათივე ცნობით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 80-იან წლებში შემოღებულ იქნა პირველკურსელთა ფიცის დადების რიტუალი. 2008 წელს კი კომპანია „რედიქსის“ ინიციატივით თეატრალური „ნათლობის“ რიტუალი აღდგა. 

ცერემონიაზე სტუდენტები დადებენ ფიცს, რომ ერთგულად ემსახურებიან სამშობლოს და, როგორც პროფესიონალები, დაიცავენ ქართული ეროვნული კულტურის ტრადიციებს. ფიცის ტექსტს სტუდენტები და უფროსი თაობის მსახიობები ერთხმად წაიკითხავენ. 

ცერემონიას დაესწრებიან თეატრალური სფეროს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, სტუდენტები კი მათგან  რჩევებს და მილოცვას მიიღებენ. თეატრალურ სამყაროში მოღვაწეობის დაწყებას ახალბედა მსახიობებს ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მსახიობები სიმბოლურად, სახეზე გრიმის ცხებით მიულოცავენ.

ნათლობის ღონისძიებაზე სტუდენტები ასევე წარმოადგენენ ეტიუდებს, ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ნომრებს. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics