09:22 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 10:50:50, 2319 ნახვა

მსოფლიო
სლოვაკეთის პირველი პრეზიდენტი მიხაილ კოვაჩი გარდაიცვალა

სლოვაკეთის პირველი პრეზიდენტი მიხაილ კოვაჩი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, 30 სექტემბერს გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიხაილ კოვაჩი რეანიმაციაში გადაიყვანეს. მდგომარეობის  გაუარესების გამო ექიმები იძულებულები გახდნენ ის ხელოვნურ კომაში შეეყვანათ.

ცნობისთვის, მიხაილ კოვაჩი სლოვაკეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1993-1998 წლებში იკავებდა. მან ბრატისლავას ეკონომიკის უნივერსიტეტი დაამთავრა, მუშაობდა სხვადასხვა ფინანსურ დაწესებულებებში.

1989-1991 წლებში კოვაჩი სლოვაკეთის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი იყო. 1991 წელს მან დაარსა პარტია “მოძრაობა დემოკრატიული სლოვაკეთისთვის”.

1990 წელს კოვაჩი სლოვაკეთის ფედერალური კრების დეპუტატად აირჩიეს. 1992 ის ჩეხოსლოვაკიის საკანონმდებლო ორჰანოს უკანასკნელი თავმჯდომარე გახდა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სლოვაკეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა სამარაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ჩებოქსარში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics