20:50 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 14:42:38, 1631 ნახვა

სამართალი
გვენეტაძე ჩანაწერებზე: გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ შედეგებს

ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და კონკრეტული ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მათი დაცვაა ყოველგვარი ზეგავლენისგან, უარყოფითი პოზიციისგან; იმისთვის, რომ დაცული იყოს მართლმსაჯულების პროცესი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ უმსჯელია და ამ ეტაპზე საბჭო თავს იკავებს რაიმე განცხადების გაკეთებისგან.

"გამოძიება დაწყებულია და დაველოდებით მის შედეგებს", - განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ფარული აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგ ნახა, თუ არა ჩანაწერში დანაშაულის ნიშნები, ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ ამ შეკითხვას არ უპასუხებს.

"ასეთ შეკითხვებს პასუხს არ გავცემ. ამას კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ",- აღნიშნა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე იმსჯელეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics