|
2016-09-27 12:56:23, 1213 ნახვა
ეკონომიკა
ზვიად ჭუმბურიძე: კონკრეტულად დავსახეთ, თუ როგორი უნდა იყოს კომუნიკაცია ბიზნესსა და სამთავრობო სექტორს შორის
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალური მდივანის ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი მრგვალი მაგიდის ფორმატი, ძალიან სასარგებლოა. მისივე თქმით, შევხედრაზე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს კომუნიკაცია კომუნიკაცია ბიზნესსა და სამთავრობო სექტორს შორის: „ასეთი ტიპის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, თავისთავად ძალიან სასარგებლოა, ვინაიდან აქ ხდება სწორედ იმ საკითხების განხილვა, რომელიც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.მნიშვნელოვანი იყოს სხდომა, რომ აღვნიშნოთ სად ვდგავართ, როგორი პოზიციები გვაქვს, რას ვაპირებთ 2017-2018 წლებში სამომავლოდ და როგორ სრულდება იმპლემენტაციის საკითხი, რასაც ჰქვია ევროპასთან დაახლლოება. კონკრეტული თემები არ იყო, მაგრამ კონკრეტულად დავისახეთ ის, თუ როგორი უნდა იყოს კომუნიკაცია ბიზნესსა და სამთავრობო სექტორს შორის, ასევე ბიზნესასოციაციებსა და მთავრობას შორის. ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ეს კომუნიკაცია შედგა“,-განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ. ამასთან, კომპანია ნატახტარის კორპორაციულ საქმეთან დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, რეგიონებში ადგილობრივ ბიზნესსაზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს მათი წარმოებების ცვლილება, რათა უფრო მეტი კონკურენტუნარიანი გამოჩნდეს ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე: „აღნიშნული შეხვედრა გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირთან, საქართველოში არსებულ ბიზნესსაზოგადოებასთან ერთად, მთავრობაც იღებდა მონაწილეობას.ძირითადი აქცენტები კეთდება DCFTA –IS გარშემო შექმნილ, ასე ვთქვათ, რეგულატორული სივრცის შეცვლაზე. ვსაუბრობდით კონკრეტულ საკითხებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის მიტანა კონკრეტულ მომხმარებლამდე, კონკრეტულ ბენეფიციარამდე რეგიონებში, რაც ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისათვის, რომ ბიზნესი გარანტირებულად იყოს ჩართული ამ პროცესებში, რომ შესაბამისად უფრო მეტი ბენეფიტი მივიღოთ. შევთანხმდით, რომ ასეთი შეხვედრები აუცილებლად გაგრძელდება უკვე რეგიონებში; უშუალოდ ადგილობრივ ბიზნესსაზოგადოებას მივაწვდით იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს მათი წარმოებების ცვლილება იმისათვის, რომ უფრო მეტი კონკურენტუნარიანი გამოჩნდეს ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე“,-განაცხადა ხუნძაკიშვილმა. რაც შეეხება პრობლემებსა და გამოწვევებს, მისი განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე პრობლემებზე არ უმსჯელიათ: „ჩვენი შეხვედრები გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება მეორე ნაწილი დავუთმოთ. პირველი ნაწილი მიეძღვნა კერძო სექტორსა და სახელმწიფო სექტორს შორის დიალოგის, თანამშრომლობის ფორმატის განვითარებას, უფრო მაღალ სიმაღლეზე აყვანას. გვაქვს ძალიან ბევრი პლატფორმა თანამშრომლობის, ინვესტორთა საბჭოდან დაწყებული, DCFTA -ის საკონსულტაციო ჯგუფით დამთავრებული.ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემურ საკითხებზე საუბარი ვერ მოვასწარით, მეორე ნაწილი წინ გველოდება“,-აღნიშნა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა. შეხვედრაში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)