11:11 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 22:26:32, 784 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პირველი ლედი იაპონური ტრადიციული თეატრის წარმოდგენას დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, დღეს, იაპონური ტრადიციული თეატრის „ნო" წარმოდგენას დაესწრო, რომელიც იაპონიის საელჩოს კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში პირველად იმართება.

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, მაკა ჩიჩუას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანმა მეუღლესთან ერთად უმასპინძლა. იაპონიის ელჩმა სპექტაკლის დასაწყისში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პირველ ლედის მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა.

იაპონური ტრადიციული თეატრი „ნო", იგივე ნოკაგუ, იუნესკოს მიერ ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრადაა აღიარებული. „ნო"-ს ხელოვნებას უკვე 650 წლიანი ისტორია აქვს და თაობიდან თაობას გადაეცემა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics