|
2016-09-22 15:37:45, 1375 ნახვა
ეკონომიკა
ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, შშმ პირებისთვის ავტომობილის მართვის თეორიული სწავლების ინფრასტრუქტურა შეიქმნა
სს ლიბერთი ბანკი საერთაშორისო ფონდის “ფენიქს-ლზ”-ის მიერ შემუშავებული პროექტის „ლურჯი ფრინველი" პარტნიორი გახდა. პროექტი ითვალისწინებს, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პირთათვის ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის შესასწავლი ცენტრის შექმნას, რაც მსურველებს საშუალებას მისცემს, მაღალკვალიფიციურ პედაგოგებთან გაიარონ თეორიული და პრაქტიკული სწავლება სათანადოდ ადაპტირებული მანქანებით, ჩააბარონ გამოცდები შინაგან საქმეთა სამინისტროში და მიიღონ მართვის მოწმობა. აღნიშნული, ხელს შეუწყობს შშმ პირების დასაქმებას, ფსიქოლოგიური ბარიერის მოხსნასა და საზოგადოებასთან ინტეგრირებას. ლიბერთი ბანკმა პროექტი კომპიუტერული ტექნიკით და პროგრამული მხარდაჭერით უზრუნველჰყო, რითაც შეიქმნა ავტომობილის მართვის თეორიული სწავლების ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში სპეციალურად შერჩეულია სურდოთარჯიმანი, რომელიც მომსახურებას გაუწევს შესაბამის ბენეფიციარებს, როგორც ავტო სკოლაში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი გამოცდების ჩაბარების პერიოდში. მართვის მოწმობის აღების შემდეგ, შშმ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ ფონდს 'ფენიქს-ლზ'-ის ქარხნული წესით დამზადებული და ადაპტირებული, ნებისმიერი მარკის ავტომობილის შეკვეთაზე. წლის განმავლობაში, პროექტი მომსახურებას დაახლოებით 2,000-მდე შშმ პირს გაუწევს. „ლიბერთი ბანკი მიესალმება და მხარს უჭერს ამ შესანიშნავ პროექტს. მოხარული ვარ, რომ შევძელით ამ პროექტში ჩართვა, რის ფარგლებშიც შეიქმნა შშმ პირებისთვის ავტომობილის მართვის თეორიული სწავლების ინფრასტრუქტურა. მინდა წარმატება ვუსურვო პროექტის ყველა მონაწილეს." - აღნიშნა არმენ მატევოსიანმა, ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ. „პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დასაქმდება 280 ადამიანი, მათ შორის შშმ პირები. მინდა მადლობა გადავუხადო ლიბერთი ბანკს პროექტის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფით მხარდაჭერისთვის და სამომავლო პარტნიორობისთვის", - აღნიშნა პროექტის მენეჯერმა, მიხეილ მაღლაკელიძემ.
(R)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)