|
2016-09-21 15:56:03, 1329 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარადჭერას განაგრძობს
საქართველოს ბანკი ადგილობრივ ბიზნესს ლარის რესურსით დააფინანსებს. საქართველოს ბანკის ინფორმაციით, ბანკმა, 220 მილიონი ლარის ოდენობის დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD-ისგან) მოიპოვა, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას მოახმარს. მათივე ცნობით, საქართველოს ბანკის „ევროპული ბიზნესსესხი“ -ლარის გრძელვადიანი ფინანსური რესურსია, რაც საქართველოში არსებულ ბიზნესს, ასევე ქალ მეწარმეებს საშუალებას მისცემს გააფართოვონ და განვითარონთავიანთი ბიზნესი. მნიშვნელოვანია, „ევროპული ბიზნესსესხის“ პირობები, რადგან მეტი სტიმულისთვის აღნიშნული დაფინანსებით სარგებლობისას, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს, მიღებული თანხიდან 15%-ის უკან დაბრუნებისშესაძლებლობა აქვთ (ე.წ cachback-ის სახით).„ევროპული ბიზნესსესხის“ ვადა 5 წლამდეა, სესხის ოდენობა კი 250 000-დან 7.5000 000 ლარამდე (ეკვ. აშშ დოლარი/ევრო) განისაზღვრება. ადგილობრივ ბიზნეს „ევროპული ბიზნესსესხი“ დაეხმარება განავითარონ თავიანთი საქმიანობა. შეიძინონ ბიზნესისთვის საჭირო სხვადასხვა აქტივი − სავაჭრო და საწარმოო მანქანა-დანადგარები, სამშენებლო ტექნიკა, სამედიცინო და ესთეტიკური ცენტრის, სასტუმროს, რესტორნისა თუ საცხობის აღჭურვილობა. განაახლონ კომპანიის ავტოპარკი. გაარემონტონ ან აღადგინონ შენობა-ნაგებობა. ასევე, შესაძლებელია ადგილობრივი ბიზნესის წარმოამდგენლებმა დააფინანსონ სხვადასხვა მიზნობრიობა, რაც ხელს შეუწყობს მათი პროდუქციის ან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. ყოველივე ეს კი საშუალებას მისცემს მათ დანერგონ ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტი და აითვისონ ევროპის ბაზარი. „ევროპული ბიზნესსესხის“ ფარგლებში, ადგილობრივ ბიზნეს შესაძლებლობა ექნება ისარგებლონ, საერთაშორისო ექსპერტების საკონსულტაციო მომსახურებით სრულიად უფასოდ და მიიღონმხარდაჭერა ახალ ტექნოლოგიებსა და აპარატურა-დანადგარებში კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად. (R)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)