07:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 12:34:32, 651 ნახვა

საზოგადოება
„ქართული ოცნების“ და „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 14:00 საათზე, „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.

„ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“ 33 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს და საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ემსახურება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, დღეს გამართულ შეხვედრაზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგნელები პლტფორმის წარმომადგენლებს გააცნობენ საარჩევნო პროგრამის იმ ნაწილს, რომელიც ნარკოპოლიტიკას უკავშირდება, ასევე მოისმენენ პლატფორმის წარმომადგენლების მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

“„ქართული ოცნება“ მომავალშიც გეგმავს თანამშრომლობას ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან ნარკოპოლიტიკის რეფორმირების პროცესში”, - აცხადებენ პარტიაში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics