07:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 10:24:41, 733 ნახვა

საზოგადოება
„ახალი მზიურის" მხარდამჭერებმა პროექტის განხორციელებიდან ერთი წლის იუბილე აღნიშნეს

„ახალი მზიურის" პროექტის განხორციელებიდან ერთი წლის იუბილის აღსანიშნავად, „მზიურის პარკში" პროექტის გულშემატკივრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. „მზიურის პარკი" ერთი დღის განმავლობაში ყველა ასაკის სტუმრისთვის გართობის, მხიარულებისა და თაგადასავლების  ადგილად იქცა. 

 სპეციალურად ამ დღისთვის, თიბისი ბანკმა პროექტის #წერექართულად ფარგლებში განახლებული ამფითეატრის სცენაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა მოაწყო.
 
„მზიურის პარკის" განახლების იდეა ზუსტად ერთი წლის წინ გაჩნდა, რომელიც პარკის ტერიტორიაზე უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში სოციალური კაფის გახსნასა და ამფითეატრის განახლებას გულისხმობდა. ფოტოგრაფმა ანა გოგუაძემ იდეის  განხორციელება მხარდამჭერებთან ერთად დაიწყო, რომელთა შორის პირველი სწორედ თიბისი ბანკი და მისი 5 000-ვე თანამშრომელი იყო. თიბისი ბანკმა  თანამშრომლები ქველმოქმედებაში ჩართო და საკუთარ  იუბილეზე „ახალი მზიურის" ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.

„მზიურის" გამოცოცხლების იდეა, რომელიც „მზიურის პარკის" ფუნქციურად დატვირთვას ისახავდა მიზნად, უკვე რეალობად იქცა და დღეს ამფითეატრის სცენა, ისევე როგორც სოციალური კაფე უსასყიდლოდ ეთმობა ლიტერატურულ საღამოებს, წარმოდგენებსა და სხვა საინტერესო ღონისძიებებს. გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო საბავშო მოედნებიც, რის შედეგადაც „მზიურის პარკი" ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის გართობისა და დასვენებისთვის  საყვარელ ადგილად იქცა. 
 
„მზიურის პარკის" განახლების პროცესი ამით არ დასრულებულა.  „ახალი მზიურის" იდეის ავტორები და მხარდამჭერები უახლოეს მომავალში კიდევ  არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავენ.

(R)
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics