|
2016-09-16 17:08:59, 1268 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, რამდენიმე ახალი საწარმო შეიქმნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში რამდენიმე ახალი საწარმოს შექმნა იგეგმება: „დღეს მთავრობის სხდომაზე „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გამოგვაქვს რამდენიმე პროექტი. ეს იქნება ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვემო არქევანში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს თაობაზე, რომელიც 10 650 კვადრატული მეტრის მიწის გადაცემას გულისხმობს სიმბოლურ ფასად. ამ მიზნით კომპანიამ უნდა განახორციელოს მინერალური პროდუქტების მწარმოებელი კომპანია და დაასაქმებს დაახლოებით 10-მდე ადამიანს. ქალაქ ფოთში საფეიქრო ტექსტილის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება. ამ მიზნით კომპანია 9 136 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საწარმოში 1000 ადამიანი დასააქმდება. ეს არის ძალიან მსხვილი საფეიქრო ტექსტილის მწარმოებელი კომპანია. მას სიმბოლურ ფასად გადაეცემა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და შენობა-0ნაგებობები, რომელიც დრესდრეობით უვარგისია, მაგრამ ეს კომპანია აპირებს, რომ განაახლოს და ააშენოს იქ ახალი საწარმო. კიდევ ერთ კომპანიას კი, როემლმაც „აწარმოე საქართცველოს“ ფარგლებვში უკვე შექმნა მეფრინველეობის კომპლექსი, საწარმოს გაფართოების მიზნით საკუთრებაში გადაეცემა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე მიწის ნაკვეთი 1,4 ჰექტარი“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)