|
2016-09-16 16:17:35, 1272 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: ანაკლიის პორტის სრულად ამოქმედების შემდეგ 100 მილიონამდე ტვირთის გატარება იქნება შესაძლებელი
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის სრულად ამოქმედების შემდეგ, დაპროექტება ხდება ისე, რომ 100 მილიონამდე ტვირთის გატარება იქნება შესაძლებელი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვლება საზღვაო ტვირთბრუნვის სურათი. ამასთან, მისივე განმარტებით, ანაკლიის პორტის მხოლოდ პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ, ქვეყნის საკონტეინერო გადაზიდვების სატრანზიტო პოტენციალი თითქმის ორჯერ გაიზრდება. „ამ პორტების მიერ გატარებული ტვირთების რაოდენობამ 2015 წელს 20 მლნ ტონა შეადგინა. საზღვაო ხაზები აკავშირებს ჩვენს პორტებს თურქეთის – სამსუნის და სტამბოლის, ბულგარეთის – ვარნის და კონსტანცას, და უკრაინის – ოდესის და ქერჩის პორტებთან. ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვლება საზღვაო ტვირტბრუნვის სურათი. ანაკლიის პორტის მხოლოდ პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ, რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დასრულდება, ქვეყნის საკონტეინერო გადაზიდვების სატრანზიტო პოტენციალი თითქმის ორჯერ გაიზრდება. დღევანდელი პოტენციალი არის დაახლოებით 600 000 TEU (20-ფუნტიანი ეკვივალენტი, რაც ერთ კონტეინერს ნიშნავს), პორტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, ჩვენ გვექნება დამატებით 500 000 TEU-ს გატარების პოტენციალი, ანუ თითქმის გაორმაგდება სატრანზიტო პოტენციალი და შემდეგი ფაზა, რომელიც მომდევნო 7 წელიწადში უნდა დასრულდეს, იქნება დამატებით 1,5 TEU-ს გატარების პოტენციალის შექმნა, ხოლო ანაკლიის პორტის სრულად ამოქმედების შემდეგ, დაპროექტება ხდება ისე, რომ 100 მილიონამდე ტვირთის გატარება ჰქონდეს“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)