22:21 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 14:46:35, 785 ნახვა

პოლიტიკა
რუსლან გაჯიევი შეხვედრებს განაგრძობს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსლან გაჯიევი, წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 ამჯერად რუსლან გაჯიევი სოფელ ხულდარას, მოლაოღლისა და სოფელ გუშჩუს მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა მმართველი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით მოსახლეობის გვერდით. ჩვენი პარტიის მმართველობის პერიოდში, მარნეულის მუნიციპალიტეტში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი - სოფლების გაზიფიცირება, გზები, სასმელი წყლით უზრუნველყოფილია ისეთი დასახლებები, სადაც სასმელი წყალი არასდროს ყოფილა. ბოლო 2 წლის განმავლობაში 25-ზე მატი სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. სკოლების რეაბილიტაცია და ახალი სკოლების მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს. აშენდა და კვლავ მიმდინარეობს საბავშვო ბაღების მშენებლობა. მოგვარებულია ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები, განხორციელდა გზებისა და უბნების გარეგანათებით უზრუნველყოფა“, - განაცხადა რუსლან გაჯიევმა.

 ასევე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლებასთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე. „ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობა არის პრიორიტეტი. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამებით ისარგებლა ათასობით ფერმერმა, თუ გლეხმა“, - აღნიშნა რუსლან გაჯიევმა.

 საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics