03:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 17:43:50, 881 ნახვა

სამხედრო
საქართველოს სამხედრო ძალათა რაოდენობა 2017 წლისთვის იგივე რჩება

პრეზიდენტის ადმინისტრააციაში  ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა.

სხდომაზე   წესრიგით  გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

 უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სამხედრო ძალათა რაოდენობა 2017 წლისთვის იგივე  რჩება, რაც 37 ათასს შეადგენს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე  იმერლიშვილის განმარტებით, აღნიშნულ რაოდენობაში არ შედის საომარი მდგომარეობის პერიოდში რაოდენობა და რეზერვი.

მისივე თქმით, დოკუმენტი პარლამენტს ბიუჯეტის პროექტთან ერთად გადაეგზავნება.

რაც შეეხება მეორე საკითხის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებს, რეფორმები საბჭოს წევრებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გააცნო.

ირინე იმერლიშვილის განცხადებით,რეფორმებთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე არაფერი დამტკიცებულა.<. თავდაცვის სამინისტროს რეფორმირების დოკუმენტის  ფართო  განიხილვა დაიწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics