19:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 15:44:08, 416 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძემ პარლამენტის საკომიტეტო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ზურაბ აბაშიძემ პარლამენტის საკომიტეტო სხდომა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებზე მთავრობის წევრებს უსმენენ, პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკომიტეტო მოსმენა არის საპარლამენტო უმრავლესობის მცდელობა, პრეზიდენტის მიერ ჩანიშნული ხვალინდელი რიგგარეშე სხდომა გადაფარონ.

„ეს არის უმრავლესობის უბადრუკი მცდელობა, ხვალინდელი რიგგარეშე სხდომა გადაფარონ, რომელიც პრეზიდენტმა მოიწვია და რომელიც აუცილებლად უნდა გაიმართოს იმისათვის, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკასა და სავალუტო კრიზისს ეხება. ნახეთ რამხელა ინტერესია დღევანდელი დღისადმი და სწორედ დღევანდელი დღით უნდა უმრავლესობას ხვალინდელ დღეზე უარი თქვას. ეს თავისთავად აზიანებს სახელმწიფოს, საზოგადოების ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის აუცილებლობას, რომ ამ კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მივიღოთ“, - აღნიშნა აბაშიძემ.

მან მთავრობის წევრებს და ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს მოუწოდა, ხვალინდელ რიგგარეშე სხდომას დაესწრონ.

„მოვუწოდებ ყველას, მთავრობას, ამავდროულად უმრავლესობის წარმომადგენლებს, ხვალ ჩამოვიდნენ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მოიწვია. სწორედ იქ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე. ეს არის „თავისუფალი დემოკრატების“ ძალიან ღია და ნათელი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics