22:21 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 16:01:59, 692 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, სხდომაზე ორ საკითხს განიხილავენ: საქართველოს სამხედრო ძალათა რაოდენობის განსაზღვრა 2017 წლისთვის; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები.

აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებლები არიან: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

სხდომაზე იმყოფებიან: პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია; გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური; უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას არ ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან.

სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარები არ გაკეთებულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics