|
2016-09-15 13:39:24, 950 ნახვა
რეგიონი
მესამე საერთაშორისო კონფერენცია "არგუსის შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო კორიდორი" გაიხსნა
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში" მესამე საერთაშორისო კონფერენცია "არგუსის შავი და კასპიის ზღვების სატრანსპორტო კორიდორი" გაიხსნა. კონფერენცია სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. დელეგატებს ასევე სიტყვით მიმართეს ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა, Georgian Transit-ის დირექტორმა დავით ჩირაძემ, „არგუსის" ვიცე-პრეზიდენტმა ვიაჩესლავ მიშჩენკომ და „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ. კონფერენციაში საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, კვიპროსის, უკრაინის, ბელორუსიის, ლატვიის, რუმინეთის, შვეიცარიის და ირანის ნავთობისა და სატრანსპორტო ლოჯისტიკის კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციის მთავარი თემაა სატრანსპორტო კორიდორის განვითარება ახალი ეკონომიკური გარემოს პირობებში. „საქართველო და აჭარა სატრანსპორტო - ლოგისტიკური ცენტრია და ევროპასა და აზიას შორის კორიდორის ფუნქცია აქვს. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში. გამომდინარე აქედან, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის მთავარი გზავნილია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. მიმდინარე სატრანსპორტო და ეკონომიკური პროექტები, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა და ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობა, რომელსაც საქართველო ახორციელებს მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს პარტნიორ ქვეყნების ევროპულ და მსოფლიო ბაზარზე გასვლას. განსაკუთრებით აჭარას გააჩნია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უდიდესი პოტენციალი. მისი ზღვისპირა განლაგება კი იძლევა დამატებით შესაძლებლობას განვითარდეს საზღვაო ტრანსპორტი, პორტები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები", - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას. კონფერენცია 16 სექტემბერს დასრულდება.
(R)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)