|
2015-03-12 13:45:35, 934 ნახვა
ეკონომიკა
საქალაქო სასამართლოს უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამო შპს „რუსთავის ფოლადი“ იძულებულია დამატებით 150 თანამშრომელი გაუშვას
დღეს შპს „რუსთავის ფოლადი“ იძულებულია დამატებით 150 თანამშრომელი უვადო აუნაზღაურებად შვებულებაში გაუშვას. შეგახსენებთ, რომ „რუსთავის ფოლადმა“ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებული 360 ადამიანი უვადო აუნაზღაურებად შვებულებაში უკვე გაუშვა 2 მარტს. თუ დროულად არ განახლდა წიდასაყარზე წვდომა და მისი დამუშავება, შეიძლება საფრთხე შეექმნას დამატებით 2,000 ადამიანის დასაქმებას რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. „მენეჯმენტის ეს უმძიმესი გადაწყვეტილება გამოიწვია 24 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის მიერ „რუსთავის ფოლადის“ წინააღმდეგ გამოტანილმა უსაფუძვლო გადაწყვეტილებამ. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებამ სხვა უძრავ-მოძრავი ქონების გარდა, საწარმოს აუკრძალა მისი ძირითადი ნედლეულის - წიდასაყარის - გამოყენება, რაც ქარხნის ფუნქციონირებას საფრთხის წინაშე აყენებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ეფუძნება ვინმე ეთერ მთვრალაშვილის მოთხოვნას, რომელსაც 4 553 ლარი და 48 თეთრი აქვს მისაღები 2019 წელს სს „ქართული ფოლადისგან“. ამ თანხის უზრუნველყოფის მიზნით მოსამართლე ქოჩიაშვილი კრაძალავს მთელი უძრავ–მოძრავი ქონების გამოყენება-განკარგვას და ამით ფაქტობრივად აჩერებს მეტალურგიული ქარხნის მუშაობას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოსამართლე ქოჩიაშვილის გადაწყვეტილება, რომ შეიზღუდოს ქარხნის ქონება და ბათილად ცნოს ხელშეკრულება შპს რუსთავის ფოლადსა და სს ქართულ ფოლადს შორის, უკვე შესწავლილი, განხილული და გადაწყვეტილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული ორი გადაწყვეტილებით (მაშინაც, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეები მოსამართლე ქოჩიაშვილმა განიხილა და სწორედ მისი გადაწყვეტილებები იქნა გაუქმებული იმ ორივე შემთხვევაშიც). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა როგორც სს „ქართული ფოლადის“ რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობაზე, ისე ამ პროცესში მეტალურგიული ქარხნის აქტივების შპს „რუსთავის ფოლადის“ მიერ შეძენის კანონიერებაზე და დაადგინა, რომ მეტალურგიული ქარხნის აქტივები შპს „რუსთავის ფოლადმა“ კანონის სრული დაცვით შეიძინა, ამ აქტივების კანონიერი და სრულუფლებიანი მესაკუთრე სწორედ შპს „რუსთავის ფოლადია“ და არ ჰქონია ადგილი რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი სს „ქართული ფოლადის“ ან მისი კრედიტორების უფლებების შელახვას. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსამართლე ქოჩიაშვილმა უარი თქვა „რუსთავის ფოლადის“ შუამდგომლობაზე, რომელიც ითვალისწინებდა მოთხოვნილი საკრედიტო ვალდებულების -4 553 ლარისა და 48 თეთრის - სასამართლოს ანგარიშზე დეპონირებას. ამით ეთერ მთვრალაშვილის იურიდიული ინტერესი სრულად იქნებოდა უზრუნველყოფილი. ამის მაგივრად იზღუდება ქარხნის მუშაობისთვის აუცილებელ აქტივებზე წვდომა, რომელიც ათეულობით მილიონ ლარად არის შეფასებული. „რუსთავის ფოლადი“ განმარტავს, რომ ნასყიდობის ფასის გადახდის ვადები ხელშეკრულებებითაა მოწესრიგებული და ეს ვადები არც ერთ მომენტში არ დარღვეულა. პირიქით, შპს „რუსთავის ფოლადი“ კეთილსინდისიერი გადამხდელია, კომპანიამ ნასყიდობის ფასის გადახდა ვადამდე დაიწყო, “დაფარა სს ქართული ფოლადის“ დავალიანება და კრედიტორთა ნუსხიდან ამოირიცხა 18 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის მოთხოვნათა მფლობელი კრედიტორები“ (2014 წლის 9 სექტემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე N ას-283-265-2014). იმ პირობებში, როდესაც არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, გაუმართლებელია მოსამართლის მიერ, ორჯერ უკვე გაუქმებული საფუძვლებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების შეცვლის ფაქტობრივი მცდელობა და შპს რუსთავის ფოლადის საკუთრების უფლების კვლავ შელახვა. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მოკლე ვადებში, ნორმალურ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნოთ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას, რომ დავიცვათ შპს „რუსთავის ფოლადის“ უფლებები და ინტერესები“, - ნათქვამია შპს „რუსთავის ფოლადის“ განცხადებაში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)