02:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 12:28:46, 621 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი გოდერძი თევზაძეზე: ვერავინ გაექცევა დანაშაულს

ძალიან კარგია, რომ გოდერძი თევზაძე არის დაკავებული, მას აქვს სრული უფლება, რომ დაიცვას თავისი უფლებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერის თქმით, დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„ძალია კარგია, რომ ის არის დაკავებული.  მას აქვს სრული უფლება, რომ დაიცვას თავისი უფლებები. რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ წინასწარი კომენტარები აღარ უნდა გავაკეთოთ. გამოძიება ჩატარდება და მერე ყველაფერი დადასტურდება, რა არის სიმართლე. ვერავინ ვერ გაექცევა დანაშაულს, მაგრამ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე  სამართალდამცავებს გუშინ ჩაბარდა.

გოდერძი თევზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. თევზაძე მიმალვაში იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics