06:23 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 12:59:01, 2065 ნახვა

მსოფლიო
გაერო: ჩრდილოეთ კორეა წყალდიდობის გამო ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იმყოფება

ჩრდილოეთ კორეა წყალდიოდბის გამო ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ამის შესახებ გაერო-მ და “საერთაშორისო წითელმა ჯვარმა” განაცხადეს.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტიქიას 133 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 400 ადგილობრივი დაკარგულად ითვლება. ათი ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული რეგიონები დაეტოვებინა.

გაერო-ს ინფორმაციით, ქვეყანაში მოსავლის ნაწილი განადგურდა.  სამაშველო რაზმებს სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ზონებში ამ დრომდე ვერ მიუღწევიათ.

ჰუმანიტარული  ორგანიზაციების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა  ისედაც განიცდის საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტს და საერთაშორისო დახმარებაზეა დამოკიდებული. წყალდიდობა ამ პრობლემას კიდევ უფრო გაართულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics