|
2016-09-09 12:02:26, 1748 ნახვა
ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკი ვაჭრობის ფინანსირებაში გამარჯვებულ ბანკად დაასახელა
აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკი ზედიზედ უკვე მეორედ დაასახელა საქართველოში საუკეთესო პარტნიორ ბანკად ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით. აღნიშნული ჯილდო სულ 15 პარტნიორ ბანკს გადაეცა, რომლებთანაც ADB ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში. "ვაჭრობის ფინანსირების პროგრამა უკვე მეორე წელია ავლენს ჩვენს ყველაზე აქტიურ პარტნიორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს დაჯილდოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გამარჯვებულ ბანკებთან თანამშრომლობით, ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების ხელმძღვანელმა, სტივენ ბეკმა. შეფასების საზომი აზიის განვითარების ბანკისთვის 2015 წელსა და 2016 წლის პირველ ნახევარში ბანკების მიერ შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობა იყო. ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში, 200-ზე მეტი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტისთვის ხდება საიმპორტო და საექსპორტო საქმიანობის ხელშეწყობა. 2009 წლიდან დღემდე ADB-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამამ 8 200-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა რეგიონში, რისთვისაც 11 800-მდე ტრანზაქცია განახორციელა. პროგრამის ფარგლებში 23,6 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო და არაერთი სექტორი დაფინანსდა.
(R)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)