07:40 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 09:25:41, 708 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ 4 წლის თავზე თვისობრივად სხვა ქვეყანას მივიღებთ

 „ჩვენს მოსახლეობას უნდა გავაცნოთ გეგმა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორ უნდა იცხოროს საქართველომ, რა შედეგების მიღწევას ვგევმავთ და როგორ უნდა გავაუმჯობესოთ მოქალაქეების ცხოვრების პირობები, როგორ განვავითაორთ საქართველო უკეთეს წერტილამდე, როგორ მოვახდინოთ გარღვევა ქართული ეკონომიკის განვითარებაში“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პრემიერმა ეკონომიკურ სექტორზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის მომავალი გეგმა ქვეყენას ფიზიკურად და ხარისხობრივად შეცვლის.

„ეს არის მიღწევადი და ამის განხორციელებას ჩვენ ვაპირებთ არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა საწყისი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ეს გახლავთ 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ემყარება იმ საფუძველს, რომელიც გასული ოთხი  წლის განმავლობაში შეიქმნა.  გასული ოთხი წლის განმავლობაში მოვახდინეთ მნიშვენლოვანი გარდატეხა ქვეყნის ცხოვრებაში, ეს არის წნეხისგან გათავისუფლებული ბიზნესი, დაცული საკუთრების უფლება, მეწარმეობის ხელშწყობა, მრავალრიცხოვანი სახელმწიფო პროგრამების საშუალებით. სწორედ ამ საფუძველს ეყრდონობა ის 4-პუნქტიანი გეგმა, რომილს სწრაფი განხორცილებაც მოიტანს ნამდვილ ეკონომიურ გარღვევას და ოთხი წლის თავზე ჩვენ მივიღებთ თვისობრივად სხვა ქვეყანას",-განაცხადა პრემიერმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics