04:55 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 12:38:27, 926 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ოპონენტებს უნდათ, ქვეყნიდან წავიდე და ის ძველი ტაშფანდურა დააბრუნონ

ოპონენტებს უნდათ, რომ ქვეყნიდან წავიდე და ის ძველი ტაშფანდურა დააბრუნონ, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ის პოლიტიკიდან თავის დროზე საკმაოდ ღირსეულდ წავიდა.

„პოლიტიკიდან მე წავედი და ჩემი აზრით საკმაოდ ღირსეულად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიტიკოსი უსაფუძვლო კითხვებს სვამს. ისე ღირსეულად წავედი, რომ ალბათ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ასეთი წასვლას ვერ ნახავთ.  ოპონენტები ოცნებობენ, რომ წავიდა თუმცა არა პოლიტიკიდან არამედ ქვეყნიდან. რასაც ისინი წასვლას ეძახიან, ეს წასვლა არ შედგება. მე ვარ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და ამ ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ. ჩემ ქვეყანას დასჭირდა და ყველაფერი გავწირე, გადავდე, გავუშვი ის მოძალადე ხელისუფლება და დავტოვე პოლიტიკა. ვაჩვენე ყველას, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი ამბიცია. არ მინდოდა თანამდებობის დაკავება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მოუწოდა არჩევნებზე მივიდნენ და სასურველ პარტიას და პოლიტიკოსს ხმა მისცენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics