03:38 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 18:51:24, 711 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედითუნარიანი პარტნიორი

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით,  საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედითუნარიანი პარტნიორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

აღნიშნილი  განცხადება მთავრობის მეთაურმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

 “საქართველო მაქსიმალურად ეფექტიანად იყენებს ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც გვაახლოებს ნატოში გაწევრიანების მიზანთან. აქტიურად მიმდინარეობს თავდაცვის სფეროში სახვადასხვა პროექტებზე მუშაობა, რაც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და ბრძოლისუნარიანობის გაზრდას ემსახურება. ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები, ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედითუნარიანი პარტნიორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე და ვამაყობ, რომ ასეთი თავდადებული გმირები ჰყავს საქართველოს”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics