02:24 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 12:59:20, 1498 ნახვა

სამართალი
სამართლის საზაფხულო სკოლას მწერალი გიორგი კეკელიძე ესტუმრა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ სამართლის საზაფხულო სკოლა გრძელდება.

სკოლის მონაწილეებს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, პოეტი და პროზაიკოსი გიორგი კეკელიძე შეხვდა. პროექტი იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში მიმდინარეობს.

სტუმარმა ახალგაზრდებთან წიგნისა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გაიმართა დისკუსია განათლებისა და წიგნიერების როლზე საზოგადოებაში. თითოეულ მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა წაკითხული წიგნებიდან საინტერესო თემები და პერსონაჟები დაესახელებინა. შეხვედრის ფორმატში იმსჯელეს ლიტერატურაში დანაშაულის ფენომენსა და პრევენციაზე. ისაუბრეს არაფორმალურ განათლებაზე, სამოქალაქო აქტიურობასა და ამ მიმართულებით ახლაგაზრდების უმნიშვნელოვანეს როლზე. 

გიორგი კეკელიძე დაინტერესდა ახალგაზრდებისთვის სასურველი წიგნებით, განიხილა რამდენიმე ნაწარმოები, დადებითი და უარყოფითი პერსონაჟებით. სტუმარმა  რამდენიმე მონაწილეს საჩუქრად  „გურული დღიურები“ გადასცა.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“  სამართლის საზაფხულო სკოლის მიზანია მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.

პროექტისთვის, ქვეყნის მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები 14-18 წლის 26 მოზარდი შეირჩა. საზაფხულო სკოლაში ახალგაზრდები ესწრებიან სამართლებრივ ლექცია/სემინარებს, ტრენინგებს არაფორმალური განათლების მიმართულებით; ისმენენ საზოგადოებისთვის ცნობილი და წარმატებული ადამიანების საჯარო ლექციებს. თეორიული მასალის გარდა, ტარდება გუნდური თამაშები, სახალისო სავარჯიშოები, ფილმების ჩვენება და სხვა. სამართლის საზაფხულო სკოლა 5 სექტემბერს გაიხსნა და 9 სექტემბერს დასრულდება.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამები 16 ქალაქში მიმდინარეობს, რომელთა მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და  მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.


(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics