|
2016-09-05 17:29:57, 1156 ნახვა
კომენტარი
ქიბარ ხალვაში: წარმოდგენილი „დოკუმენტი“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი სიყალბე
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, „რუსთავი 2“–ის ეთერით გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს ხელთ „ჩაუვარდა“ მასსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის შეთანხმების ამსახველი წერილობითი დოკუმენტი, არის სრული სიყალბე, „რაც, უკვე მერამდენედ, მიმართულია მიმდინარე დავის განხილვის გასაჭიანურებლად და ამჯერად უზენაეს სასამართლოზე ზეწოლის განსახორციელებლად“. „ამ ამბავს სოციალური ქსელით გუშინვე მივეცი ლაკონური რეაქცია, სადაც ვამბობ, რომ ყოფილი ნაცი არ არსებობს. ნაციონალი არის ყველა, ვინც, ცხოვრების წესით, ფულისა და ხელისუფლებისთვის, ყველაფერს კადრულობს. ამას ვამბობ ირაკლი ოქრუაშვილზე. მის მიერ წარმოდგენილი „დოკუმენტი“ ბუნებაში არ არსებობს, შესაბამისად, არის სრული სიყალბე. „რუსთავი 2“–ის „აღმოჩენა“ დროში ზუსტად ემთხვევა ჩემი კუთვნილი ქონების დაბრუნებისთვის მიმდინარე სამართლებრივი პროცესის უზენაეს სასამართლოში განხილვის დაწყებას. უკვე მერამდენედ, ჩემს მიდგომას, რომ საქმე განხილულ იქნეს ცივილურად, სასამართლოს მეშვეობით, ნაციონალური მოძრაობა (ამ ცნებაში ვაერთიანებ მიხეილ სააკაშვილს, „რუსთავი 2“ –ის დღევანდელ მენეჯმენტს და ირაკლი ოქრუაშვილსაც) უპირისპირებს სიყალბეს, ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას, მაყურებლის შეცდომაში შეყვანას და ზეწოლას უზენაეს სასამართლოზე. გუშინდელ ტელეეთერებში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ლამის წერტილ–მძიმის სიზუსტით აღწერეს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უზენაესმა სასამართლომ ამ „დოკუმენტის“ უეცრად და მოულოდნელად გამოჩენის შემდეგ. ვიმეორებ, – ეს ეგრეთ წოდებული „დოკუმენტი“ არის ყალბი და რეალობასთან მას საერთო არაფერი გააჩნია. „რუსთავი 2“ –ის დღევანდელი მენეჯმენტი ცდილობს ფეხი აუწყოს და შეასრულოს ნაციონალური მოძრაობის დავალებები. ამ გზაზე კი მორიგი სიცრუე გახლდათ ის ფაქტიც, რომ მათ განაცხადეს, თითქოს ჩემთან დაკავშირებას ცდილობდნენ და ვერ მოახერხეს... საინტერესოა, რა საშუალებებით ცდილობდნენ, რომ ასეთი მიუწვდომელი აღმოვჩნდი?!.. კეთილი, მე, ვთქვათ, ვერ დამიკავშირდნენ, როგორც განაცხადეს გუშინ ეთერში, მაგრამ ვერც ჩემს წარმოამდგენელთან მოახერხეს დაკავშირება? ისინი მას მხოლოდ სიუჟეტის გასვლის შემდგომ დაუკავშირდნენ. ეთერში გასული სიუჟეტი კი მათ სტილში მოზადებული ფაბრიკაციაა. ვაცხადებ მკაფიოდ, – რაც უნდა მოიხარშოს ნაცმოძრაობის ადუღებულ თავში, „რუსთავი 2“–თან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაში ისინი შედეგამდე ვერ მივლენ. პირველივე დღიდან მოყოლებული, და ეს 2012 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო, დავას ვაწარმოებ ცივილური, სამართლებრივი გზებით. ამ გზებით მივალ კიდეც საბოლოო გამარჯვებამდე, რაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ, რადგან სიმართლე ერთია და ამ დავაში ის ჩემს მხარესაა“, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.
(NS)
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)