|
2016-09-05 12:05:10, 620 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა
ახალი ავტობუსები, რომლებიც სულ მალე დედაქალაქში შორ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებში ივლის, გერმანული კომპანია "Man Truck and Bus AG“-ის ქარხნებში ეწყობა. თბილისის მერი დავით ნარმანია პროცესის პირადად გაცნობის მიზნით, გამთენიისას პოლონეთში გაემგზავრა. "ადგილზე ვნახავთ ავტობუსების დამზადების პროცესს, ვეწვევით ორ ქარხანას, სადაც მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. შევთანხმდებით მიწოდების გეგმა გრაფიკზე, ვნახავთ იმ ტექნიკურ პარამეტრებს, რაზეც ვართ შეთანხმებულნი "Man"-ის ქარხანასთან. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში კრინიცაში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც სიტყვით გამოვალ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ ბოლო პერიოდში განხორციელებულ იმ ცვლილებებს, რაც დაკავშირებულია საზოგადოების ჩართულობასთან გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია," - განაცხადა დავით ნარმანიამ. მერთან ერთად პოლონეთის რესპუბლიკაში მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალური დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ქართული დელეგაციის წევრები ადგილზე ორ ქარხანას ეწვევიან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, დავით ნარმანია და ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობას მიიღებენ რიგით 26-ე ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრინიცა-ზდრუიში 6-დან 8 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. დაგეგმილია სხვადასხვა თემატურ პანელებზე სიტყვით გამოსვლები, კერძოდ, დავით ნარმანია ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება პანელზე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის თანამედროვე და სამომავლო მოდელებზე, ასევე, არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრებენ. ირაკლი ლექვინაძე კი პანელზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამომავლო ურთიერთობებსა და ორი ქვეყნის ევროპასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას შეეხება დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს და დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების, ასევე, ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური დინამიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. თბილისის მერის პოლონეთში ვიზიტი 8 სექტემბერს დასრულდება.
(NS)
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)