20:49 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 10:48:42, 1227 ნახვა

საზოგადოება
საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GeoIGF Tbilisi 2016-ს მასპინძლობს

თბილისის ტექნოლოგიურ პარკში ინტერნეტმმართველობის ფორუმი (IGF 2016) გაიხსნა, სადაც ინტერნეტთან  დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილება.

ფორუმი ეკონომიკისა და მდრგადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილმა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე გახსნეს.

ფორუმის ძირითადი საკითხებია: რეგიონების ინტერნეტიზაცია, ელექტრონული მმართველობა, საავტორო უფლებები ინტერნეტში,  პერსონალური მონაცემების დაცვა ონლაინ, ახალი მედიის რეგულაციები ინტერნეტში, ინტერნეტი და ბავშვები, ინტერნეტ დომენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები.
ღონისძიებას  საერთაშორისო ორგანიზაციების,  სახელმწიფო ინსტიტუციების , კერძო და არასამთავრობო სექტორის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

ინტერნეტმმართველობის ფორუმის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართულია ოცდაათამდე სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, მარეგულირებელი კომისია, კერძო სექტორი (სატელეკომუნიკაციო კომპანიები), საგანმანათლებლო დაწესებულებები და ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლები.

ფორუმი ტარდება ევროპის საბჭოს (CoE), ინტერნეტ საზოგადოების (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის (ICANN), RIPENCC-ისა მხარდაჭერით. ღონისძიებას მასპინძლობს და მხარს უჭერს  საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო (GITA)  საქართველოს ინტერნეტ-მმართველობის ფორუმი ხელს შეუწყობს 2016 წლისათვის არსებული ყველა აქტუალურისაკითხის შესახებ მრავალმხრივ დიალოგს, მეტ ინფორმირებულობას და ჩართულობას, მისი მთავარი მიზანი გახლავთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა ინტერნეტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics