|
2016-09-04 13:31:39, 1597 ნახვა
სამართალი
,,ირაკლი ალასანია–თავისუფალი დემოკრატები" დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
,,ირაკლი ალასანია–თავისუფალი დემოკრატები" დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციელი, რომელიც ახალგაზრდა კაცის, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ეჭვმიტანილი, როგორც ჩანს, თავისი კოლეგების მხარდაჭერისა და მფარველობის იმედით მოქმედებდა: "იგი დღემდე წარმატებით ემალება მართლმსაჯულებას. სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე ამ პოლიციელსა და მის მფარველებს ეგონათ, რომ მათი უკანონო ქმედება საზოგადოებას შეუმჩნეველი დარჩებოდა, მაგრამ დემურ სტურუას თვითმკვლელობამ მთელი ჩვენი საზოგადოება შეძრა. კიდევ ერთხელ გამომზეურდა სამართალდამცავ სისტემაში ფესვგადგმული სისასტიკე, კანონის აბუჩად აგდება და ადამიანის უფლებების ცინიკური ხელყოფა. დღეს კი ირკვევა, რომ დამნაშავემ და მისმა მფარველებმა ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა არ იკმარეს და გარდაცვლილის დედას ჯერ კიდევ შვილის დასაფლავებამდე შეუთვალეს, გაჩერებულიყო. დედის მიერ ამ უკანასკნელი ფაქტის პროკურატურისთვის შეტყობინების გამო პოლიციის შუამავლის როლის შემსრულებელი და დემურ სტურუას მეზობელი მთვრალი მიუვარდა მგლოვიარე დასა და დედას და დაუცველ ქალებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ვხედავთ დანაშაულის ჩადენა უკვე საზოგადოების თვალწინ გრძელდება უტიფრად. საზოგადოებრივი ყურადღების მიუხედავად დამნაშავე დაუსჯელი რჩება, ხოლო უმწეო ადამიანები კვლავ სრულებით დაუცველნი არიან.თავისუფალი დემოკრატები მოვუწოდებთ პრემიერმინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა ღონე იხმარონ, რათა სამართალდამცავ სისტემაში აღმოფხვრან სისტემური დანაშაულის ნიშნები,დაიცვან სტურუების ოჯახი და ქმედითი ნაბიჯები გადადგან არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად",-აღნიშნულია განცხადებაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)