18:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-10 17:26:51, 557 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს ხვალ შეხვდება

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებს ხვალ შეხვდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ 15:00 საათზე გაიმართება.
როგორც დღეს, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე  სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობასთან დაკავშრებულ საკითხებზე იქნება საუბარი.
ცნობისთვის, 5 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  რეალურად თანხის ათვისება არ ხდება.
„მიუხედავად იმისა, რომ  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჩვენ თანხები გამოყოფილი გვაქვს,  რეალურად ხარჯვა დაწყებული არ არის. უკვე 82 მილიონზე მეტია გამოყოფილი, მაგრამ ათვისება ჯერ-ჯერობით არ ხდება. როგრც ჩანს იქ ცოტა ბიუროკრატიული მექანიზმია“, – განაცხადა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics