19:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 17:54:15, 830 ნახვა

საზოგადოება
რომან გოცირიძე: მოსახლეობა ყველაფერს სწორად ხედავს. ხედავს იმას, რომ ქვეყანა გაღარიბებულია

„მოსახლეობა ყველაფერს  სწორად ხედავს. ხედავს იმას, რომ ქვეყანა გაღარიბებულია“ -ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ გამოსვლას.

როგორც გოცირიძემ განაცხადა, "გუშინ გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ წელს, ეკონომიკა მხოლოდ 2,7%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა უკან მიდის, უმუშევრობა და სიღარიბე კი იზრდება".

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე ქვეყნის ეკონომიკა  აყვავებულია და უბრალოდ საზოგადოება ვერ ხედავს ამას. სწორედ ამიტომ, თურმე ივანიშვილმა რაიონებში უნდა იაროს და მოსახლეობას ანალიზი ასწავლოს.

რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებულია -გუშინ გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ წელს, ეკონომიკა მხოლოდ 2,7%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა უკან მიდის, უმუშევრობა და სიღარიბე კი იზრდება. 

ასევე, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ათასი საწარმო აშენდა და გარემონტდა. სინამდვილეში კი, არცერთი სერიოზული და ღირებული პროექტი არ განხორციელებულა. თუ რაიმე გაიხსნა, ყველაფერი წინა მთავრობის პერიოდში იყო დაწყებული.  დღეის მდგომარეობით ყველაფერი უარესობისკენ წავიდა - ქვეყანა გაღარიბდა,  ფასებმა იმატა, ლარი გაუფასურდა. ამ გაჭირვებული ქვეყნის ამოქმედება 8 ოქტომბერს მოხდება, როდესაც ჩვენ ჩვენი პროგრამით  ახალ სიცოცხლეს მივცემთ საქართველოს“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics