|
2016-09-01 14:06:43, 1201 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მარიუშ ხალადნი ხელმძღვანელობს. როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და პოლონეთს შორის პარტნიორობის საკითხებს შეეხო. ფინანსთა მინისტრმა, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმატებულ თანამშრომლობას პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დაზვერვის დეპარტამენტთან და იმედი გამოთქვა, რომ პოლონურ-ქართული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა სტუმრებს საგადასახადო სფეროში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის, მოგების გადასახადის ახალი სისტემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ქვეყანაში 2017 წლიდან ამოქმედდება. უწყების ინფორმაციით, საუბარი, ასევე, ლიბერალიზაციისა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს, ზოგადად, ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკას შეეხო, რომლის მთავარი ამოცანაა, კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციებისათვის, ასევე ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის მიმზიდველი და ხელსაყრელი გარემოს შექმნა. პოლონეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანამ გადადგა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმართულებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)