|
2016-09-01 11:58:27, 631 ნახვა
საზოგადოება
მღებრიშვილი: გერმანიაში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაული, უკვე ჩვენი ქვეყნის პრობლემაა
გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შტუტგარტში ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, თომას შტრობლს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს. როგორც საქართველოს შს მინისტრმა აღნიშნა, იგი გერმანელ კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. „ვინაიდან გერმანია ფედერალური ქვეყანაა, ცალკეული ფედერალური მიწების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობას, არსებული ვითარების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. გერმანიაში საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქის მიერ ჩადენილი დანაშაულიც კი უკვე ჩვენი ქვეყნის პრობლემაა და მის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს. ამიტომ, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ამ პრობლემის დასაძლევად. საჭიროა პრიორიტეტების განსაზღვრა, საერთო პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების დასახვა,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს შს მინისტრი პირადად შეხვდა გერმანიის უკვე 6 ფედერალური მიწის შს მინისტრებს. თავის მხრივ, თომას შტრობლმა ქართულ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით, საგამოძიებო სფეროში, მაღალი შეფასება მისცა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატა. მხარეები დანაშაულთან ბრძოლის კუთხით პრევენციული ზომების გაძლიერებაზე, ინფორმაციისა და სამუშაო ჯგუფების სისტემატურ გაცვლაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა და თომას შტრობლმა ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბადენ–ვიურტემბერგის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, გაციფროვნებისა და მიგრაციის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს“, რომელიც დანაშაულის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის სფეროში შესაბამის უწყებებს შორის საპოლიციო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)