|
2016-08-27 18:24:28, 1461 ნახვა
სამართალი
პაპუაშვილი: მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევისგან თავი შეიკავონ
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან უკანასკნელ პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოსა და ცალკეულ მოსამართლეებზე განხორციელებულმა შეტევამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს 20-წლიან ისტორიაში ეს არის სასამართლოზე ზეწოლის უპრეცედენტო შემთხვევა. პოლიტიკური ლიდერები თავს უფლებას აძლევენ, უხეშად ჩაერიონ სასამართლოს საქმიანობაში. ეწევიან საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საგანგებოდ ხდება სწორედ იმ მოსამართლეების დისკრედიტირება, მათი დაშინება, რომლებმაც ხმამაღლა ისაუბრეს სასამართლოზე მიმდინარე ზეწოლის ფაქტებზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული შეფასებები ემყარება გადაუმოწმებელ ფაქტებს, განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების კანონისა და სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცოდნის ნაკლებობით. მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დანიშნული იყო პლენუმის საორგანიზაციო სხდომა, რომელზეც მოსამართლეებს შესაძლებლობა ექნებოდათ, გაცნობოდნენ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. პლენუმის მიერ მსგავსი ხასიათის საორგანიზაციო შეხვედრა რამდენჯერმე ჩატარდა. გაუგებარია, თუ რატომ მიაჩნიათ პოლიტიკურ ლიდერებს, რომ სწორედ ამ შეხვედრაზეუნდა მომხდარიყო რაიმე გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული სხდომის გადადების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პირადად წერილობით აცნობა პლენუმის ყველა წევრს. გარდა ამისა, მოსამართლეებს დაურიგდათ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული მასალები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს საქმიანობაში უხეში ჩარევისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)