02:16 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 15:02:08, 2038 ნახვა

მსოფლიო
ISIS-მ ვიდეორგოლი გაავრცელა - 5 მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ახალი ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ხუთი მოზარდი ტყვედ აყვანილ ქურთებს სიკვდილით სჯის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მედია საშალების ცნობით, მოზარდების ასაკი 10-13 წლამდეა. ვიდეო რაქაშია გადაღებული. ამასთან, ვრცელდება ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი მათგანი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. 

ვიდეორგოლში ბავშვებს სამხედრო ფორმა აცვიათ. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერში ერთ-ერთი მოზარდი ქურთებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ სისხლისღვრა ელოდებათ წინ.

როგორც BBC წერს, მოზარდების ვინაობა უკვე ცნობილია. ისინი ტუნისიდან, ეგვიპტედან, ბრიტანეთიდან, უზბეკეთიდან არიან. ერთ-ერთი მათგანი ეთნიკურად ქურთია. 

ცნობისთის, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ საკუთარ ვიდეორგოლებში არასრულწლოვნებს ხშირად იყენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics