13:43 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 20:18:56, 735 ნახვა

პოლიტიკა
ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ჭკუასელმა შეხვედრები გამართა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების ხაჯალია, ნიგვზიანი და არჩეულის მოსახლეობასთან.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტები რომლებიც სოფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისაუბრეს ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების აუცილებლობაზე, გაზიფიცირების, გარე განათების, ტყით სარგებლობის უფლების მოწესრიგებაზე.

აღინიშნა, რომ აუცილებელია სოციალური პროექტების გაღრმავება.

„მე ვიქნები თქვენი ხმა პარლამენტში, გპირდებით რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნები და მაქსიმალურად ვეცდები მოვაგვარო ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ წუთისთვის გაწუხებთ, გაგრძელდება ყველა ის პროექტი რომელიც 4 წლის წინ სოფლის ხელშეწყობის მიზნით ქართულმა ოცნებამ დაიწყო, სოფელი უნდა გახდეს ძლიერი, ამისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ“- განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრაზე ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ჭკუასელმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics