13:42 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 15:40:32, 982 ნახვა

პოლიტიკა
თოფაძე: 3-4 პარტიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და შედეგები 18:00 საათამდე გახდება ცნობილი

პარტია „მრეწველების“ ლიდერი გოგი თოფაძე „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუს დროს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „მრეწველებისა“ და სხვა პოლიტიკური სუბიექტების შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ამ თემაზე მიმდინარეობს და შედეგები დღეს 18:00 საათისთვის გახდება ცნობილი.

„ჯერჯერობით, ჩვენი პარტია არჩევნებისთვის მარტო ემზადება. თუმცა, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დღეს ექვს საათამდე ცნობილი გახდება რომელიმე პარტიასთან შევქმნით თუ არა წინასაარჩევნო ალიანსს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ და იმ პარტიებს, რომლებთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარებისადმი ერთნაირი ხედვა გვექნება. 2012 წელს კოალიციის მთავარი მიზანი იყო იმ უბედურების - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან მოშორება და ამ მიზნისთვის სხვადასხვა იდეოლოგიის ხალხი გავერთიანდით. 3-4 პარტიასთან ვაწარმოებთ ახლა მოლაპარაკებას და შედეგები 6 საათამდე გახდება ცნობილი. კონკრეტულ სახელებს ვერ გეტყვით, რადგან ვინც ამ გაერთიანებაში ვერ აღმოჩნდება, ის შეიძლება შეურაცხყოფილი დარჩეს“, - განაცხადა თოფაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics