12:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 21:02:16, 797 ნახვა

საზოგადოება
„თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა ახალი ბიუროკრატიული მექანიზმების გაჩენას არ გამოიწვევს“

„თეთნულდის განვითარების ახალი ფაზა დამატებითი საბიუჯეტო რესურსის ხარჯვას და ახალი ბიუროკრატიული მექანიზმების გაჩენას არ გამოიწვევს“ - ამის შესახებ განცხადებას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ამ მიზნით დამატებით რესურსს ხარჯავს და ახალ ბიუროკრატიულ ერთეულს ქმნის, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ასევე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კურორტ თეთნულდის განვითარების ახალი ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა.

"გვსურს განვმარტოთ, რომ საუბარია შპს-ზე, რომელიც უკვე არსებობს და იქ მუშაობენ მენეჯერები. პრემიერ-მინისტრს მხედველობაში ჰქონდა კურორტ „თეთნულდის“ განვითარების პროცესში მულახის თემის უფრო აქტიური ჩართვის უზრუნველყოფა და სწორედ ამას ემსახურება ბატონი სოსო ჯაჭვლიანის კანდიდატურის დასახელება. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ იგი ადგილობრივია და, როგორც მულახის თემის მცხოვრებლებთან, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება აქვს. უმნიშვნელოვანესია, რომ სახელმწიფო, თეთნულდის განვითარების პროცესში იღებს არა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, არამედ გეგმავს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს არსებული სპეციფიკა და უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, ეს არანაირი დამატებითი საბიუჯეტო რესურსის ხარჯვას და ახალი ბიუროკრატიული მექანიზმების გაჩენას არ გამოიწვევს",-ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics